კომფორტინი  თითოეული ტაბლეტი შეიცავს: კამას ( Foeniculum vulgarae) ნაყოფის ექსტრაქტი -200 მგ. Carum carvi L) ნაყოფის ექსტრაქტი -100 მგ Melissa Officinalis) ფოთლების ექსტრაქტი -100 მგ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს

დიდი კამას ( Foeniculum vulgarae) ნაყოფის ექსტრაქტი -200 მგ. კვლიავის (Carum carvi L) ნაყოფის ექსტრაქტი -100 მგ, ბარამბოს (Melissa Officinalis) ფოთლების ექსტრაქტი -100 მგ

შემადგენლობა:
დიდი კამას ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს. აქვს დამახასიათებელი არომატი და მოტკბო გემო, მისი მთავარი კომპონენტებია: ანეთოლი (60 %) , ფენხოინი, მეთილხავიკოლი, α- პინენი, α- ფელანდრენი და სხვა. ნაყოფი ასევე შეიცავს ცხიმოვან მჟავებს(პერტოზელინის, ოლეინის, პალმიტინის და სხვა), ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავა, B ჯგუფის ვიტამინები), კაროტინს და სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებებს.



კვლიავის ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს(კარვონი, D-ლიმენონი, კარავაკოლი და სხვა), ფლავონოიდებს (კვერცეტინი, კემპფეროლი, იზოარმენტინი და სხვა), ასკორბინის მჟავას და ნახშირწყლებს.

ბარამბოს ფოთლები შეიცავს ლიმონის სუნის მქონე ეთერზეთს(ციტრალი, ჰერნიოლი, ნეროლი და სხვა), ფლავონოიდებს, ტანინებს, B ჯგუფის ვიტამინებს (B1 B2 )ასკორბინის მჟავას, მაკრო და მიკრო ელემენტებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.

დიდი კამას ნაყოფი წარმოადგენს მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. მდიდარია უჯრედისით და წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, აძლიერებს პერისტალტიკას. აქტიური ნივთიერებები ხსნის სპაზმს და ხელს უშლის ნაწლავებში აირების დაგროვებას. მას არაერთი სასარგებო თვისება აქვს: ბაქტერიციდული - აცხრობს ჩირქოვან პროცესებს და ეხმარება ორგანიზმს სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებაში; სპაზმოლიზური - ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს; ნაღვლმდენი - აადვილებს ნაღვლის გამოყოფას; საფაღარათო - აუმჯობესებს პერისტალტიკას; რეპარაციული - აჩქარებს წყლულების, შეხორცებას.

კვლიავის ნაყოფი გამოიყენება ნაწლავების ფუნქციის მოშლისა და სპასტიური მდგომარეობისას: მეტეორიზმის, ასევე სხვადასხვა ეტიოლოგიის დისპეპსიის , ენტერიტის, კოლიტის,ყაბზობის დროს. გამოიყენება ნაღვლდამდენად, პანკრეატიტის , ქოლეცისტიტის დროს. კვლიავის ეთეროვან ზეთს ახასითებს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება.

ბარამბოს ფოთლები გამოიყენება როგორც სპაზმოლიტური საშუალება. აქვს შეგუბების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შებერილობის საწინააღმდეგო თვისებები. იგი აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს. გამოიყენება მუცლის არეში ტკივილის, კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების დროს.
ჩვენებები: გაზების დაგროვება (მეტეორიზმი). გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ((დიარეა-დომინანტური, ყაბზობა-დომინანტური, მეტეორიზმ/ტკივილ-დომინანტური , მუცლის შებერვითა და გაზების დაგროვებით)

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად. მოზრდილებში - 1 ან 2 ტაბლეტი, კვებიდან ნახევარი საათის შემდეგ, დღეში ორჯერ-სამჯერ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება პედიატრის რეკომენდაციით.

უკუჩვენებები: ორსულობა, მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: დოზის გადაჭარბება გამოიწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, სედაციას.

გამოშვების ფორმა:
პირვლადი შეფუთვა: 10 გარსით დაფარული ტაბლეტი ალ/პვხ ბლისტერში.
მეორეული შეფუთვა: 3 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ მედიკამენტი ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას და ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.

გაცემის ფორმა: გაიცმა ურეცპტოდ.
მწარმოებლი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს „გამა“
საქართველო. ტელ: 2 109916
ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.
www.gama.ge
facebook.gama.ge