DEPRE-FIX მცენარეული ანტიდეპრესანტი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს: H Hypericum perforatum,St.Johne’s wort ) მშრალი ექსტრაქტი M-G300მგ. სტანდარტიზირებული, როგორც 5%-იანი ჰიპერფორმინი.

მოქმედების მექანიზმი: ჰიპერფორმინი თრგუნავს ნეიორომედიატორების სეროტონინის, დოფამინის, ნორეპინეფრინისა და GABA-ს უკუმიტაცებას. შესაბამისად ახდენს განწყობის გაუმჯობესებასა და ემოციური ბალანსის აღდგენას.

ჩვენებები: და საშუალო სიმძიმის დეპრესია, ასთენია
დეპრესიასთან ასოცირებული სომატური ჩივილები
სტრესი,ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
შფოთვა, მოუსვენრობა


დისთიმია (განმეორებადი, მსუბუქი დეპრესია)
ფსიქოენდოკრინული ხასიათის (კლიმაქსი,მენსტრუაცია) დარღვევები: თავის ტკივილი,წამოხურება, ოფლიანობა.
ხელს უწყობს ძილისა და მადის ნორმალიზებას

დოზირება და მიღების წესი: ინიშნება პერორალურად, მოზრდილებში. ოპტიმალური თერაპიული დოზა ძირითადად შეადგენს 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 6-8 კვირა. მდგრადი ანტიდეპრესიული ეფექტის მიღების შემდეგ დოზებს თანდათან ამცირებენ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული. 12-18 წლის მოზარდებმა უმჯობესია დაიწყონ დღეში 1 ტაბლეტით . დოზა შეიძლება გაიზარდოს მიღების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულებს პრეპარატი უნდა დაუნიშნონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლობა აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდშიც. პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანა დანადგარებზე მომუშავე პერსონალზე.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მგრძნობელობა Semavali კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: პაციენტები ადვილად იტანენ პრეპარატს,თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი არასასურველი რეაქციები: უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, თავის ტკივილი, პირის სიმშრალე. კუჭ-ნაწლავის რაქტის მხრივ: (გულისრევა, ღებინება, სპაზმი, გულძმარვა, ფაღარათი) ალერგიული რეაქციები, ფოტოსენსიბილიზაცია.

ჭარბი დოზირება: პირველადი დახმარებაა კუჭის გამორეცხვა, მკურნალობა-სიმტომატური. საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “გამა”
საქართველო.
ტელ: 2109916

 

ონლაინ ყიდვა