გრავიოლა -  გამოყენების ინსტრუქცია

ტროპიკული ხილი გრავიოლა (გუანაბანა) შეიცავს ნივთიერება – აცეტოგენინს ( Amonaceous acetogenin), პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს,მიკროელემენტებს: K, Na, Ca, Mg, Fe. B ჯგუფის და A, D, C ვიტამინებს. გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ: ღვიძლის დაავადებები, დიარეა, დიზენტერია, ართრიტი, ბრონქიტი...

გრავიოლას ექსტრაქტი ( Annona Muricata )- 700 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტროპიკული ხილი გრავიოლა (გუანაბანა) შეიცავს ნივთიერება – აცეტოგენინს ( Amonaceous acetogenin), პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს,მიკროელემენტებს: K, Na, Ca, Mg, Fe. B ჯგუფის და A, D, C ვიტამინებს. გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ: ღვიძლის დაავადებები, დიარეა, დიზენტერია, ართრიტი, ბრონქიტი, აბსცესი, კანის დაავადებები, გაციება, გრიპი, ხველა და ცხელება. გრავიოლას გააჩნია ანტივირუსული, ანტიპარაზიტული , ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, ბრონქული ასთმის და ანთების საწინააღმდეგო, ანტისპაზმური და დამამშვიდებელი მოქმედება.

მოქმედებს სეროტონინის რეცეპტორებზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას და აქვს ძლიერი ანტიდეპრესიული ეფექტი. გამოიყენება ჰერპესის (Herpes simplex virus-1 ) და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. ააქტიურებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს და ენერგიას მატებს ორგანიზმს.

ამცირებს გულის დაავადებების რისკს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უშლის ათეროსკლეrოზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან. აგრეთვე გააჩნია თრომბოლიზური მოქმედება, რითაც აფერხებს თრომბის განვითარებას. აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას. აუმჯობესებს გულის მუშაობას. არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.

გრავიოლას ფოთლებში,ღეროში,ფესვებში შემავალი აცეტოგენინი ებრძვის 12 ტიპის სიმსივნურ უჯრედებს. ახასიათებს სელექტიური მოქმედება , მხოლოდ პათოლოგიურ უჯრედებში თრგუნავს ატფ –ის წარმოქმნას, ჯანმრთელ უჯრედებში ეს პროცესი არ ხდება. ქიმიოთერაპიის დაწყებამდე პრეპარატის მიღება ამცირებს კანცეროგენული უჯრედების რეზისტენტობის განვითარებას. გრავიოლა საგრძნობლად ამცირებს გვერდითი მოვლენების ინტენსივობას (ინტოქსიკაცია, თმის ცვენა, წონაში კლება, გულისრევა) ქიმიოთერაპიული მკურნალობის პროცესში.

აღნიშნული თვისებები დადასტურებულია in vivo და in vitro კვლევების შედეგად.
ჩვენებები:
- ვირუსული,ბაქტერიული,პარაზიტული ინფექცია
- ონკო დაავადებების პრევენცია
- ფიზიკური და გონებრივი სტრესი
- კანის დაავადებები (ფსორიაზი,სებორეა,ჰერპესი)
- ზედა სასუნთქი გზების ანთება
- ართრიტი, რევმატიზმი
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია
- არტერიული ჰიპერტენზია
- დიაბეტი