DREEMWELL.jpg

 

შემადგენლობა: პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 3 მგ მელატონინს (Melatonin), 50 მგ ბარამბოს (Melissa officinalis) მშრალ ექსტრაქტს, 150 მგ კატაბალახას (Valeriana officinalis) მშრალ ექსტრაქტს

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ინსტაქოათ აქუა III საკვები საღებავი

მოქმედების მექანიზმი: დრიმველი კომბინირებული საშუალებაა. შეიცავს მელატონინს, კატაბალახას და ბარამბოს მშრალ ექსტრაქტს. ახასიათებს საძილე და სედატიური მოქმედება. შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კობინაცია ხელს უწყობს ძილის სწრაფ განვითარებას და არეგულირებს ძილის ფაზებს.მელატონინი ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ნივთიერებაა - ეპიფიზის ჰორმონის სინთეზური ანალოგი.

სინთეზირებულია მცენრეული წარმოშობის ამინომჟავებისგან; არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოფხიზლების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება- განწყობას. გაღვიძების შემდეგ არ ახასიათებს მოთენთილობა, ტეხვისა და დაღლილობის შეგრძნობა. ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციას საათობრივი სარტყელის ცვლილების მიმართ. აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას. კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის განვითარებას. აქვს დამამშვიდებელი, სუსტი სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედება. ბარამბოს აქვს დამამშვიდებელი, ჰიპოტენზიური, ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება: დრიმველი მიიღება შემდეგი მდგომაარეობის დროს: სვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა ( მათ შორის ასაკოვნებშიც) ცირკადული რიტმების დარღვევა სხვადასხვა საათობრივ სარტყელში სწრაფი გადაადგილებისას ( ადაპტოგენი ბიორიტმების  ნორმალიზაციის მიზნით) სხვადასხვა ფორმის ნევროზები, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, მსუბუქი დეპრესია.      

უკუჩვენება: ალერგია აქტიური ნივთიერებების მიმართ, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ავტოიმუნური დაავადებები, ლეიკოზი, ლიმფომა, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომა, ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის დროს საჭიროა სატრანსპორტო საშუალების მართვისგან და ისეთი საქმიანოსბიგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ქალები რომლებიც გეგმავენ ორსულობას ინფორმირებული უნდა იყვნენ პრეპარატის სუსტად გამოხატული კონტრაცეპტული მოქმედების შესახებ. პრეპარატით მკურნალობის დროს საჭიროა მკვეთრი სინათლისგან თავის არიდება.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები-დათრგუნვა, ძილიანობა მოთენთილობა, მძიმე შემთხვევებში- ბრადიკარდია და არითმია

სხვა წამლებთან ურთიერთობა: კატაბალახა და ბარამბო აძლიერებს სხვა სედატიური და საძილე  საშუალებების, სანარკოზო, ფსიქოტროპული და სპაზმოლიზური პრეპარტების მოქმედებას. მელატონინი აძლიერებს ბეტა-ბლოკერების და ცნს-ის დამთრგუნელი პრეპარატების ეფექტს. არ არის რეკომენდებული ჰომონულ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება. შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორთან და ციკლოსპორინებთან ერთად

დოზირება და მიღების წესი: როგორც საძილე საშუალება მიიღება მოზრდილებში ½ ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში, ძილის წინ 30-40 წუთით ადრე.

როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყელების ცვლილებისას მიიღება თვითმფრინავით მოგზაურობამდე ერთი დღით ადრე და შემდეგ ორი-ხუთი დღე. ერთი ან ორი ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები,თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მოთენთილობა-დაღლილობა გულისრევა-ღებინება, დიარეა, ზოგჯერ ყაზბობა, შეშუპება მკურნალობის საწყის ეტაპზე.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

ვარგისობა და შენახვის პირობები: ვარგისია 3 წელი. ინახება არაუმეტეს 25°c ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი, 2 ბლისტერი შეფუთვაში

მწარმოებლი:    ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს „გამა“

საქართველო.     ტელ: 2 109916

ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

www.gama.ge

facebook.gama.ge

 

იყიდე ონლაინ