Chitosan-C 2.jpg

 

შემადგენლობა: პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცვს 500 მგ ქიტოზანს(chitosan), 100mg  ვიტამინ .C-s(acidum ascorbinicum)

დამხმრე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები: ქიტოზან-ც არის ქიტოზანისა და ც ვიტამინის კომბინაცია. ქიტოზანი წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ძლიერ სორბენტს, რომელიც ფუძე არის კიბორჩხალასებრთაგან მიღებული ქიტინი, ქიტოზანი მიიღება ქიტინის დამუშავებით. ბუნებრივად ქიტინს შეიცავს აგრეთვე ზღვის ზოოპლანქტონი, მწერები, სოკოები. ქიტინი ქიმიურად აზოტშემცველი პოლისაქარიდა, რომელიც თავისი სტრუქტურით ახლოსაა ცელულოსასთან (მცენარეული უჯრედისი) თუმცა მისგან და სხვა ბუნებრივი სორბენტებისგან განსხვავებით უფრო ეფექტურად უკავშირდება საკვებში არსებულ ცხიმოვან უჯრედებს უშუალოდ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათ შეთვისებამდე, რაც განპირობებულია ქიტოზანის პოლიმენრულ მოლეკულაში დადებითად დამუხტული ამინოჯგუფების არსებობით. სწორედ ისინი მიიერთებენ ცხიმის მოლეკულებს და გამოჰყავთ ორგანიზმიდან, რის გამოც ქიტინს ცხიმების მაგნიტს უწოდებენ

ვიტამინ ც-ს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ორგანიზმისთვის. მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედების პროცესში, კოლაგენისა და სტეროიდული ჰორმონების სინთეზში. ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას ინფექციისადმი. ქიტოზან- cვიტამინთან და ლიმონმჟაავასთან ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წარმოქმნის გელს, რომელიც მოქმედებს როგორც „ცხიმის ღრუბელი“ ხელს უშლის რა ცხიმების გადასვლას სისხლში და ორგანიზმი მოიხმარს დაგროვებული ცხიმების მარაგს-პირველ რიგში „ცუდ“ ქოლესტერინს და ჩალაგებულ ცხიმებს. მნიშვნელოვანია რომ თავად ქიტოზანი სრულიად უკალორიოა, ორგანიზმი მას არ ითვისებს. ქიტოზანი აუმჯობესებს აგრეთვე ორგანიზმის მიერ საკვებიდან კალციუმის შეთვისებას, აქვეითებს ქლორიდების კონცენტრაციას, რაც აუცილებელია ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებისთვის. ქიტოზანი ბოლო წლებში ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როგორც ბუნებრივი სორბენტი და ქოლესტერინის საწინააღმდეგო საშუალება.პრეპარატი რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მარილები( ვერცხლისწყალი, ტყვიის, კადმიუმის) აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, წმენდს წვრილ და მსხვილ ნაწლავებს და აუმჯობესებს მათი ლორწოვანი გარსის ფუნქციასა და სტრუქტურას. კუჭის მოხვედრისას ქიტოზანის მოლეკულები მნიშვნელოვნად იმატებს მოცულობაში და იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, რაც მნიშვნელოვანია გახდომის მოსურნე პაციენტებისთვის

დოზირება:

წონის კორექციისთვის 1-2 ტაბ. ყოველი კვების წინ 15-20 წუთით ადრე 1-2 თვის განმავლობაში.

ნებისმიერი სახის ინოქსიკაცია: 1 ტაბ. ყოველ 2 საათში ერთჯერ, არაუმეტეს 6 ტაბლეტისა

დისბაქტერიოზი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი: 1 ტაბ 2-ჯერ დღეში ჭამამდე 2 საათით ადრე 1 თვის განმავლობაში

გვერდითი მოვლენები: გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის

უსაფრთხოების ზომები:

რადგან ქიტოზანს გამოჰყავს ცხიმები ორგანიზმიდან, მან შეიძლება დააბრკოლოს ზოგიერთი ცხიმში ხსნადი ვიტამინის  (A,D,E,K) შეთვისება. ამიტომ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შესალოა საჭირო აგახდეს ამ ვირამინების მიღება. არ არის რეკომენდირებული ქიტოზან- ც მიღება პირთათვის რომელთაც აქვთ ალერგია ძღვის პროდუქცტზე, დაბალი მჟავიანობა.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს

გამოშვების ფორმა:

პირვლადიშეფუთვა:  10  ტაბლეტიალ/პვხბლისტერში.

მეორეულიშეფუთვა:  3 ბლისტერითავსდებამუყაოსკოლოფშიანოტაციასთანერთად.

შენახვისპირობებიმშრალ, სინათლისგანდაცულ, გრილ,ბავშვებისთვისმიუწვდომელადგილას.

არ მიიღოთ პრეპარატი  ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას და ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.

გაცემის ფორმა:  გაიცმა ურეცპტოდ.

მწარმოებლი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს „გამა“

საქართველოტელ: 2 109916

ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

www.gama.ge     

facebook.gama.ge

იყიდე ონლაინ