Antiox-Vitis-Box-Design.jpg

 

თი ტაბლეტის შიგთავსის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:  ყურძნის წიპწის ექსტრაქტი(VITIS VINIFERA) - 0,2 გ.

არააქტიური ნივთიერებები:  ლაქტოზა - 0, 389 გ, სახამებელი - 0, 01556 გ, მაგნიუმის სტეარატი - 0,007გ, პოლივინილპიროლიდონი - 0, 0389 გ, საღებავი - 0, 001 გ, ინსტა ქოათ აქუა III – 0, 019 გ.  ერთი დაფარული ტაბლეტის მასა - 0, 670 გ.

ყურძნის წიპწის შემადგენლობაში შედის ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების განმაპირობებელი ნივთიერებები: რეზვერატროლი, ფენოლები და ფლავანოიდები, რომლებიც იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებით დაზიანებისაგან. ექსტრაქტი დიდი რაოდენობით შეიცავს პროციანიდოლურ ოლიგომერებს, ე. წ. პროანტოციანიდინებს, რომლებიც ასრულებენ არსებით როლს გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკაში, ასევე ანეიტრალებენ  ქიმიური წამლების მიღებისაგან წარმოშობილ ტოქსინებს.

პროანტოციანიდინებს გააჩნიათ აგრეთვე ანტიბაქტერიალური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული ეფექტი, მათი მოქმედებით იზრდება ვენების ელასტიურობა, რაც განაპირობებს მიკროცირკულაციის ზრდას, იცვლება კოლაგენის სტრუქტურა, რაც საბოლოო ჯამში ვარიკოზის პროფილაქტიკის წყაროა.

ჩვენებები:

როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ბიოლოგიურად აქტიური დანამატი გამოიყენება: ორგანიზმის იმუნური სისტემის ფუნქციონალური მდგომარების დაქვეითებისას, ასევე ნებისმიერი დაავადების რეაბილიტაციის პერიოდში.  განსაკუთრებით  გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას- ინფარქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად, როგორც სისხლძარღვებისა და კაპილარების ელასტიურობის  და მიკროცირკულაციის ხელშემწყობი ფაქტორი. ყურძნის წიპწის ექსტაქტი, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი გამოიყენება კანის კოლაგენის დეგრადაციის  პროფილაქტიკისათვის. რეკომენდებულია ე.წ. ღამის მხედველობის დროს მათთვის, ვინც დიდხანს ზის კომპიუტერთან.

გვერდითი მოვლენები: 

არ არის გამოვლენილი.

სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობა:

ბად-ის მიღება დასაშვებია სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

უკუჩვენება:

ფეხმძიმობა,

ლაქტაცია,

ბავშვთა ასაკი 0 დან  6 წლამდე.

გაფრთხილება:

უკეთესი ეფექტის მისაღებად სასურველია პაციენტი ბად- ის მიღების პერიოდში მოერიდოს სასმელს.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ ( სადღეღამისო დოზა - 200 მგ. )                                     მკურნალობა კურსი შეადგენს ერთ თვეს, ყოველი სამი თვის ინტერვალით.

დოზის გადაჭარბება:

არ არის გამოვლენილი დარღვევები, თუმცა სასურველია დადგენილი დოზის მიღება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 

არ ახდენს ზემოქმედებას.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: 

ბად - ის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

გამოშვების ფორმა:

პირველადი შეფუთვა:

 10 ტაბლეტი ერთ ბლისტერში

მეორადი შეფუთვა:

3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთან

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC

აკრძალულია ბად-ის გამოყენება მისი ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

ვარგისიანობის ვადა:

ვარგისია 3 წელი

გაცემის რეჟიმი:

 ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი - გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლი:   

ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს „გამა“საქართველო.     ტელ: 2 109916

ეს მისამართი დაცულის სპამბოტებისგან. მის სანახავად საჭიროა JavaScript-ის აქტივაცია.

www.gama.ge

facebook.gama.ge