ჩვენთვის ხარისხი წარმოადგენს:

 

· შესაბამისობას საქართველოს და საერთაშორისო საკანონმდებლო ყველა არსებულ რეგულაციებთან, წარმოების, გაყიდვების, იმპროტ-ექსპორტის და ბიზნესის წარმოების სფეროში;
· ISO-9001, GMP-EU და GMP-FDA საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას წარმოებისა და ბიზნეს საქმიანობის სფეროში;
· ჩვენი ტექნოლოგიური წარმოებისა და ბიზნეს პრაქტიკის სრულ შესაბამისობას ჩვენ კლიენტების, პარტნიორების და პაციენტების მოთხოვნებთან;
· შესაბამისობას ჩვენს მიერ დანერგილ შიდა ხარისხის სტანდარტებთან, რომელიც მოიცავს ბიზნესის წარმოების ყველაასპექტს და შიდა საწარმო პროცესს. ყველა ამ ასპექტის დოკუმენტური ფორმით აღნუსხვას. საწარმოო პროცესის და ბიზნესის წარმოებისგამჭირვალობის უზრუნველყოფას;

· პასუხისმგებლობას ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე და ასევე პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიმართ. მათ შორის მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფარმაცევტული პროდუქციის მოწოდებას;
· უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა– უზრუნველყოფას, სწრაფვას მუდმივი ზრდისადმი. სტაბილური, სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნას ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისთვის და ვიზიტორებისათვის.

 

ხარისხიანი მედიკამენტების წარმოება ”გამას” და მისი ყოველი თანამშრომლის ძირითადი მიზანია. ჩვენი კომპანიის საყრდენიაჩვენ თანამშრომელთა მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მოტივირებული გუნდი
”გამას” თითოეული თანამშრომლის მიერ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება ხდება ჩვენი კომპანიის ხარისხზე ორიენტირებული მოთხოვნების გათვალისწინებით. თითოეული ახლადაყვანილი თანამშრომელი გადის სპეციალურ მომზადებას რათა დააკმაყოფილოს სამუშაოს აღწერილობის მოთხოვნები ხარისხზე ორიენტირებული წარმოებისთვის. თითოეული თანამშრომელი გადის პერიოდულ ტესტირებას, სწავლებას და მისი კვალიფიკაცია –ბიზნეს შესაბამისობა ფასდება შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით.

 

“გამა” ახორციელებს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას, რომელი შეესაბამება ISO-9001, GMP-EU და GMP-FDA საერთაშორისო სტანდარტებს და იღებს პასუხისმგებლობას მუდმივად გააუმჯობესოს ბიზნესის ხარისხი (CQI).
მუდმივად ატარებს ბაზრისა და წარმოების კვლევა–შეფასებას, რათა მოხდეს კომპანიის შესაძლებლობების ოპტიმალიზაცია და გაუმჯობესება–გამრავალფეროვნება.